თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მეტროსადგურ „გურამიშვილამდე“ მცირე ხნით შეწყდება მგზავრთა მომსახურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ და პირიქით. საბურთალოს ხაზზე, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მგზავრთა მომსახურება.

მსგავსი თემები