ჩეჩენი ბლოგერების მტკიცებით, პანკისში ახლადდანიშნული იმამი კადიროვის კადრია

პანკისის ხეობა და ისლამური მეჩეთის ახალი იმამის ამბავი. ჩეჩენი ბლოგერები ამტკიცებენ, რომ პანკისში ახალდანიშნული იმამი – ტახირ დუიშვილი რამზან კადროვის კადრი და მისი ინსტრესების გამტარებელია. დუიშვილი ხეობის ტრადიციული ისლამური მეჩეთის იმამი, ანუ წინამძღვარი, მარტის დასაწყისში გახდა. ჩეჩენ აქტივიტებს თუ დავეყრდნობით, გროზნოში მცხოვრები ტახირ დუიშვილი, პანკისში იმამად კადიროვს დაქვემდებარებულმა ჩეჩნეთის სამუფთომ გაამწესა.

დუიშვილის რუსულ ინტერესებზე კითხვის ნიშნების მას შემდეგ გაჩნდა, რაც 21 მარტს სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ აუდიოჩანაწერები გავრცელდა. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის, ხმა სავარაუდოდ ტახირ დუიშვილს ეკუთვნის; ის კადიროვის დაქვემდებარებულ სამუფთოს მადლობას უხდის „ნდობისთვის“ და პირობას დებს, რომ აქ მათთვის „სასურველ ნიადაგს“ შეამზადებს.

აქტივისტები ამბობენ, ეს გზავნილები განგაშის საფუძველი უნდა იყოს სპეც-სამსახურებისთვის, რადგან ჩეჩეთის ლიდერის კადიროვის მხარდასაჭერად საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურები დიდიხანია მუშაობენ და რუსულ ინტერესების გატარებას ცდილობენ.

მსგავსი თემები