94 წლის ქალი დახმარებას ითხოვს – “მეზობელმა ბინა მოტყუებით გადამაფორმებინა, საპენსიო ბარათიც წამართვეს”

94 წლის რიფსინე ანდრიასოვა დახმარებას ითხოვს – ხანდაზმული “შაბათის ეთერს” უყვება, რომ თაღლითობის მსხვერპლია. როგორც “ტვ პირველის” გამომძიებელ ჟურნალისტებს უყვებიან, ას წლამდე ქალს მეზობელი, ნანა გადელია დაჰპირდა, რომ თუ კუთვნილ ბინას მემკვიდრეობით დაუტოვებდა, სიცოცხლის ბოლომდე მოუვლიდა და უპატრონებდა.

ქალი ამბობს, რომ მეზობელს ენდო და ბინა გადაუფორმა, თუმცა გადელიამ ის მოატყუა, მისი საპენსიო ბარათი წაიღო და ლუკმა-პურის გარეშე დატოვა.

მსგავსი თემები