„ეს ცეკვა არ იყო, ეს იყო ხტუნვა“- სამი წელი სათადარიგო სკამი და მარტის ტრიუმფი – ბუდუ ზივზივაძე თავის ემოციაზე

 

2024 წლის მარტში ბუდუ ზივზივაძის ცხოვება რადიკალურად შეიცალა, ის ლუქსემბურგის გამარჯვების  ორი გოლის ავტორი გახდა, ის თავის ემოციებზე რამდენმე დღის შემდეგ ყვება: -“ეს ცეკვა არ იყო ეს იყო ხტუნვა, მაგრამ საბოლოოდ კარგი შოუ გამოვიდა,“ – ამბობს ბუდუ ზივზივაძე. ლუქსემბურგის მატჩის შემდეგ მას გულშემატკივარი ყვეგან მადლობას უხდის, საგულისხმოა, რომ აღნიშნულ წარმატებამდე ბუდუ თითქმის სამი წელი სათადარიგო სკამზე იჯდა:

„მჯერა ის დღეც დაგვიდგება მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ეს მუხტი, რაც ახლა არის და შედეგი ახალგაზრდა თაობას გაუჩენს სურვილს, რომ ფეხბურთი ითამაშონ,“ – ამბობს ბუდუ.

საინტერესოა, რომ ბუდუ ზივზივაძე მშობლებმა ბავშვობაში ჭადრაკზე მიიყვანეს, თუმცა ერთხელ ბუდუს მამას ეზოში უბნის ბიჭები დახვდნენ და უთხრეს, რომ ბუდუ კარგად თამაშობდა ფეხბურთს და იმ დღიდან ჭადრაკი ფეხბურთმა ჩაანაცვლა.

გამარჯვების ორი გოლის ავტორი საკუთარ კლუბში დაბრუნდა, მან გერმანიაში ზაფხულში, უკვე ევროპის ჩემპინატზე ქართველ გულშემატკივარს საკუთარი მასპინძლობა შესთავაზა.

მსგავსი თემები