31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება. 33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. 3 672 403 ამომრჩევლიდან 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.
მსგავსი თემები
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ღამეს, მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ... -
აქციის მონაწილეები დღეს ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბებიან
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს სხვანაირი ფორმატით ჩატარდება. ახალგაზრდები ქაშუეთის ეკლესიასთან, ღამის 23:00... -
„კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან“- ამირან გამყრელიძე
„კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან – უკან დახევა არ გახლავთ ყოველთვის სისუსტის ნიშანი“- წერს სოციალურ ქსელში...