„არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნაფიც მსაჯულებზე განხორციელდა ზეწოლა“ – როინ შავაძის მკვლელობის საქმე

„ნაფიც მსაჯულთა“ ინსტიტუტი არის მართლმსაჯულების ყველაზე დემოკრატიული ფორმა, თუმცა თუ ჩვენ შევყვებით იმ ფაქტს, რომ როდესაც “ნაფიცებზე“ მოხდება ზეწოლა და ამას არ გამოვიძიებთ, ამ ინსტიტუტის არსებობას ეკარგება აზრი,“- ამის შესახებ მედიაცენტრ მთავარში, როინ შავაძის საქმეზე დაკავებულების ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, უფლებადამცველი იმ ზეწოლაზე საუბრობს, რომელსაც მისივე განმარტებით ვერდიქტის გამოტანის დროს ადგილი ჰქონდა ნაფიც მსაჯულებზე:„უნდ ჩატარდეს გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველა იმ საკამათო გარემოებას, რომელიც სახეზე არის, ჩვენ დაცვის მხარემ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რაც ლეგიტიმურად გაჩნდა ამ საქმის ირგვლივ, ვინ იყო ის პირი, ვინც შევიდა იმ ადგილას, სადაც აკრზალული იყო შესვლა, ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს მიღებული,“- ამბობს ტარიელ კაკაბაძე მედიაცენტრ მთავარში

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მოითხოვეს ჩანაწერების დაარქივება და შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

„ჩვენ ვითხოვდით სამი თვით დაარქივებას, თუმცა მოგვივიდა პასუხი, რომ დაარქივება მოხდება ორი კვირით, შეინახეს ჩანაწერები ორი კვირით და გამოძიებას დაიწყებენ სამი კვირის მერე და ეს იქნება ჩვეულებრივი ჩაფარცხვა, ასეთ შემთხევაში თუ ჩვენი პოზიცია იქნება დასაბუთებული და უკანონო ქმედებიდან გამომდინარე ბრალდების მხარე მიაღწევს იმას, რომ დადგება გამამტყუნებელი ვერდიქტი აზრი ეკარგება ადვოკატების არსებობას, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნაფიც მსაჯულებზე განხორციელდა ზეწოლა,“ – განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის შემდეგ, 12 მარტს ნაფიცების  ვერდიქტით, აჭარის კუდის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, ალი ბალაძეს და სპეცრაზმელ მამუკა ბერიძეს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ამ საქმეზე განაჩენს კიდევ 10 ადამიანი ელოდება, მათ შორის, 2 ძებნილი – პატარიძე და კიდევ ერთი სპეცრაზმელი. გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

 

მსგავსი თემები