რუსეთში მღვდლებს უბრძანეს, ომში რუსეთის გამარჯვებისთვის ილოცონ

რუსეთში მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლებს უბრძანეს, უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვებისთვის ილოცონ.  შესაბამისი წერილი, რომელსაც ხელს აწერს მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, მიტროპოლიტი გრიგოლ ვოსკრესენსკი, ხელთ რუსულ მედიას ჩაუვვარდა. ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურ დონეზე ეკლესიაში ომის მხარაჭერას უწყობს ხელს.

ვოსკრესენსკის ბრძანებაში ნათქვამია, რომ მღვდლებმა ლოცვა ყოველდღე უნდა წაიკითხონ – ეკლესიასა და სახლში.

იმავდროულად, რუსეთი სიკვდილით დასჯის დაბრუნებას გეგმავს. პარტია „სამართლიანი რუსეთი“ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.  სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი კი აცხადებს, რომ „რეფერენდუმი საჭირო არ არის და საკმარისია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება“.

მსგავსი თემები