რას ამბობს ონის მერი რაჭაში მომხდარ მიწისძვრაზე – პირველი კომენტარი

ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა. როგორც მუნიციპალიტეტის მერი, სერგო ხიდეშელი,  აცხადებს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია.

“ჩემი ინფორმაციით, მიწისძვრა იყო სოფელ ფსორთან – ქალაქ ონიდან დაახლოებით 6 კილომეტრში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას არ მოჰყოლია რაიმე ზიანი, დაზიანება, ნგრევა და ა.შ. ასევე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოქალაქეების მომართვიანობა, ამ დრომდე, არ ყოფილა“, – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი.

მსგავსი თემები