სასამართლოს წინააღმდეგ, ასევე ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად, ანუ ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპიროდ, ქვეყანაში შემოდის ძალიან დიდი ფული – მამუკა მდინარაძე

ოპოზიციური არხები და პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს აღშფოთებულმა ხალხმა გააკეთაო. ეს აღშფოთებულმა ხალხმა კი არ გააკეთა, ეს გააკეთა ქვეყნისა და სასამართლოს წარმატებით შეშფოთებულმა “ნაცმოძრაობამ,” მასთან დაკავშირებულმა რომელიმე NGO-მ ან რომელიღაცა პარტიამ. გარანტირებულად შეიძლება ამის თქმა, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დედაქალაქის ქუჩებში გაჩენილ წარწერებზე დასმულ შეკითხვას, რომელთა შინაარსიც მოსამართლეებისა და სასამართლოს მადისკრედიტირებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერისთვისა და სასამართლოს დისკრედიტაციისთვის საქართველოში დიდი ფული შემოდის.

“ამის უკან დგას დიდი ფული. აქ არის პარტიული ინტერესი, აგენტურული ინტერესი და დიდი ფული. ჩვენ ბოლო დღეებში, მათ შორის თქვენგან – ჟურნალისტებისგან, რასაც თქვენ ახმოვანებთ, ვიგებთ ძალიან ბევრ ინფორმაციას, რომ როგორც სასამართლოს წინააღმდეგ, ასევე ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად, ანუ ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპიროდ, ქვეყანაში შემოდის ძალიან დიდი ფული. დღეს ცნობილი გახდა, რომ გრანტი დაუმტკიცდა ერთ-ერთ „ნაცმოძრაობის“ არხს. შემდეგ ვიღაცები ამბობენ, რომ გრანტი კი დაგვიმტკიცდა, მაგრამ არანაირი ირიბი მხარდაჭერა ლგბტ პროპაგანდას, უბრალოდ უმიზნოდ დაგვიმტკიცდა ეს გრანტიო. უმიზნოდ და უმიზეზოდ გრანტები არ მტკიცდება. თურმე ამიტომ მოიკლეს შარშან თავი, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ღირსეული მომავალი თაობა მოეტყუებინათ, რომ ამერიკული კანონი თურმე რუსულია. ამიტომ არუსებდნენ იმ კანონს, რომ ვერ გავეგო ამ გრანტების მიზნობრიობა,” – აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი თემები