უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთის მიერ გაშვებული 9 დრონი და 9 რაკეტა ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 9 დრონი და 9 რაკეტა ჩამოაგდეს.

“გუშინ ღამით რუსი ოკუპანტები უკრაინას თავს საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ. რაკეტები ოკუპირებული ყირიმიდან და ზაპოროჟიედან გაუშვეს. ამასთან, მტერმა უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის ტერიტორიაზე პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვა.

ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 18 სამიზნე გაანადგურეს. 9 Shahed-ის ტიპის დრონი და 9 საკრუიზო რაკეტა”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი თემები