„ერთ- ერთი ნაფიცი მსაჯული ცხარე ცრემლით ტიროდა და „სალფეტკებით“ უწევდა თავის შეკავება – როინ შავაძის საქმე – უფლებადამცველები „მედიაცენტრ მთავარში“

12 მარტს როინ შავაძის საქმეზე მსაჯულებმა 2 დაკავებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.

დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მსაჯულებმა ვერდიქტი ზეწოლის შედეგად გამოიტანეს, ნოდარ ცინცაძე, რომელიც მამუკა ბერიძის ინტერესებს იცავს, “მედიაცენტრ მთავარში”, ყვება რომ ნაფიც მსაჯულებზე გადაწყვეტილების მიღების დროს ზეწოლა განხორციელდა, მისივე ინფორმაციით დაკავებულების ოჯახის წვერებს და ახლობლებს ვერდიქტის გამოტანამდე დარბაზში არ უშვებდნენ, თუმცა მსაჯულებთან ბარიერის გარეშე შევიდა უცნობი პირი, უფლებადამცველების მტკიცებით, სწორედ ამ პირის “სტუმრობა” გახდა ვერდიქტის შეცვლის მიზეზი.

„მიმდინარე წლის 12 მარტს, ნაფიცი მსაჯულები გავიდნენ დარბაზიდან და მიეცათ ვადა 4 საათი, რომ გამოეტანათ ვერდიქტი, ამ დროში  ვერ ჩაეტივნენ და მიეცათ დამატებითი ვადა, ჩვენ სასამართლოსგან გვეცნობა, რომ ვერდიქტი მიღებული იყო და უნდა შევსულიყავით სხდომათა დარბაზში, თუმცა, იმ დროს როცა ჩვენ არ გვიშვებდნენ დარბაზში, ხალხის მასა დაარღვია დაუდგენელმა პირმა და წავიდა დარბაზში, ჩვენ დავინტერესდით ვინ იყო ეს პირი, და ვთხოვეთ მანდატურს გაერკბვია, მანდატურის სამსახურმა დაუსვა კითხვა ჩვენს თვალწინ, მისი პასუხი არ გაგვიგია,ამ ადამიანმა ქურთუკის შიდა ნაწილი აჩვენა მანდატურებს და შევიდა მეორე სხდომათა დარაბაზში, სადაც იმყოფებოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ლოს კოორინატორი, ამ დროს ჩვენ მივუახლოვდით და ვხედავთ, ამ ადამიანმა ქუდი მოიხადა და ესაუბრებოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს (მას თავზე თმა არ ჰქონდა) კოორდინატორს, ამის კოორდინატორთან საუბრის შემდეგ კი გავიდა ამ ოთახიდან გასასვლელ ერთ- ერთ კარებში, საიდანაც საბადრაგო სამსახური გამოდის ან შედის.“ – ამბობს ცინცაძე “მედიაცენტრ მთავარში” და ქრონოლოგიურად იხსენებს მოვლენების განვითარების ეპიზოდს:

„ამის შემდეგ ჩვენ ჩავედით სხდომათა დარბაზში და ნაფიცი მსაჯულები გამოვიდნენ ვერდიქტის გამოსატანად, ამ ბატონის წასვლიდან 20 წუთში, გაირკვა, რომ ვერდიქტი გამოცხადდა მისი მიღებიდან ორი საათის დაგვიანებით, მას შემდეგ რაც უცნობმა პირმა მსაჯულებთან ითათბირა, ერთ- ერთი ქალბატონი ნაფიცი მსაჯული ცხარე ცრემლით ტიროდა და მას „სალფეტკებით“ უწევდა თავის შეკავება, ჩვენ ვერ გავიგეთ ამის მიზეზი, ცხადია მათ გადაწყვეტილებაზე ვიღაცამ გავლენა მოახდინა,“ – განაცხადა ცინცაძემმედიაცენტრ მთავარში.“

უფლებადამცველებმა ვიდეოკამერების ჩანაწერები მოითხოვეს უცნობი პირის დასადგენად, თუმცა, როგორც ცინცაძე ამბობს, მათ მოთხოვნის საპასუხოდ უცნაური წერილი მიიღეს შესაბამისი სამსახურიდან:

„ჩვენ გვიპასუხეს, რომ ვერ მოგვცემდმენ ჩანაწერს, რადგან დაარქივება მოხდა ჩანაწერის, მსგავსი ნონსესნი იურიდიულ პრაქტიკაში არ არსებობს, რომ რაიმე ვადით ხდება ჩანაწერის დაარქივება, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მცდელობას, რომ ეს ჩანაწერები ვერ მოვიპოვოთ,“ – აცხადებს უფლებადამცველი.

ცინცაძე გამოძიების დაწყებას და ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერს,ითხოვს, რომელიც დაარქივებულია 9 აპრილამდე, მისივე ინფორმაციით გამოძიება დაწყებული არ არის

ადვოკატები ნაფიც მსაჯულებზე განხორციელებულ დასაბუთებულ ზეწოლაზე საუბრობენ – როინ შავაძის მკვლელობის საქმე

მსგავსი თემები