,,სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მეორე ვადით პრეზიდენტობას დაიმსახურებს” – თაკო ჩარკვიანი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მეორე ვადით პრეზიდენტობას დაიმსახურებს, – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

„მე გამიხარდა თუ ის მოქმედებაში მოიყვანს იმას, რასაც ამბობს. მაშინ ჩვენ გვექნება უფლება სამომავლოდ ისტორიულად ვთქვათ, რომ ამ ქალმა წვლილი შეიტანა და საქართველოს რაღაც გააკეთა… თუ შეიწყალებს  მოქმედებაში იქნება მოყვანილი ის, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს და სამართლებრივი სისტემა გამოსწორდეს. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მან დიდი საქმე გააკეთა ქვეყნისთვის“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი თემები