რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 400 000 ადამიანის გაწვევას გეგმავს – მედია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1 აპრილიდან იწყებს ჯარში საკონტრაქტო ჯარისკაცების ახალ რეკრუტირებას, იგეგმება 400 ათასი ადამიანის დაკომპლექტება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დეპარტამენტმა რეგიონებში გაგზავნა ბრძანებები, სადაც მითითებული იყო იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთანაც შესაბამისი დოკუმენტები უნდა გაფორმდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი „მასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია” 1 აპრილს დაიწყება – საგაზაფხულო გაწვევის დაწყებასთან ერთად.

თავდაცვის სამინისტროს გეგმების მიხედვით, ჩელიაბინსკის და სვერდლოვსკის რაიონებში 10 ათასი ადამიანი უნდა შევიდეს სამსახურში, ხოლო პერმის მხარეში 9 ათასი.

მედიის ცნობით, შემოწმების დროს მოქალაქეებს შესთავაზებენ უკრაინაში საბრძოლველად წასვლას საკუთარი ნებით.

მსგავსი თემები