აფრიკაში ვირის ტყავით ვაჭრობა აიკრძალა

აფრიკის კონტინენტზე ვირის ტყავით ვაჭრობა აიკრძალა. ცხოველების უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფრიკის კავშირის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.

55 აფრიკულ ქვეყანაში ვირის კანის მისაღებად ვირების მოკვლა იკრძალება. ვირის კანზე საბაზრო მოთხოვნა ჩინური ტრადიციული მედიცინის, ეჯიაოს პოპულარობის გამო გაიზარდა, სადაც ვირის ტყავს იყენებენ. ეჯიაო ჩინურ მედიცინაში გამაახალგაზრდავებელი პროცედურაა, თუმცა მისი ეფექტები მეცნიერულად ჯერჯერობით დაუდასტურებელია.

ცხოველების დამცველი ორგანიზაციებიც ცნობით, აფრიკის კონტინენტზე ვირების პოპულაცია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა.

მსგავსი თემები