ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში

პრემიერ-მინისტრის შეცვლის შემდეგ, ცვლილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც შეეხო. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის – ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ლევან დავითაშვილის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ: მარიამ ქვრივიშვილი, გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე.

 

მსგავსი თემები