მთავრობაში ცვლილებებია

თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ საკადრო ცვლილებები ორ სამინისტროში – თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა სამინისტროებში განხორციელდა.

ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის – ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე გიორგი ხაინდრავა სერგო ჯანელიძემ ჩაანაცვლა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია დატოვა ლელა ჩიქოვანმა და მოადგილემ – გიორგი ბუბუნაურმა.

ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ – დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე.

მსგავსი თემები