980 ლიკვიდირებული ჯარისკაცი – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 394 270 (+980) ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.02.24-მდე ასეთია: ტანკები – 6394 (+9), ჯავშანტექნიკა – 11942 (+21), საარტილერიო სისტემები – 9459 (+24), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 981 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 666 (+0), თვითმფრინავები – 332 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7235 (+26), ფრთოსანი რაკეტები – 1881 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 24 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 12579 (+28), სპეციალური ტექნიკა – 1512 (+3).

მსგავსი თემები