რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

რუსთავში, „სტამბოლის ბაზარში” მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ორველაშვილის ძმაა. სანადირო თოფი, რომლითაც გუშინ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა, სავარაუდოდ, სწორედ ძმას ეკუთვნოდა.

ცნობისთვის, 9 თებერვალს, კაცმა რუსთავში, „სტამბოლის ბაზრობაზე” სანადირო თოფით 4 ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა. დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები