უნგრეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისი განცხადება მან თავად გააკეთა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უნგრეთის პრეზიდენტმა ბავშვთა სახლში მომხდარი სექსუალური ძალადობის დამალვისთვის გასამართლებული პირი შეიწყალა. აღნიშულ გადაწყვეტილებას კი ბუდაპეშტში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

„შეცდომა დავუშვი… დღეს ბოლო დღეა, როდესაც პრეზიდენტის რანგში მოგმართავთ” – აცხადებს კატალინ ნოვაკი მიმართვაში.

მსგავსი თემები