„საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა“ – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა:

„თავის მხრივ, მათ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი გააუქმეს, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და პირდაპირი ფრენები აღადგინეს, რამაც ადამიანებს შორის კონტაქტებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას შეუწყო ხელი. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას ვისახავთ მიზნად, რა თქმა უნდა, თბილისის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით“, – თქვა ზახაროვამ.

 

მსგავსი თემები