ქობულეთში, შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს 50 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლებენ

ქობულეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ 80 წლის კაცს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 50 ათასი ლარიანი გირაო შეეფარდა.

საქმის განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების საფუძვლად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.

ცნობისთვის, კაცი შშმ ქალის გაუპატიურებისთვის 7 თებერვალს დააკავეს.

მსგავსი თემები