სპეციალისტების გაფრთხილება მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით

„საქართველოში 2022 წელს  წელს სტიქიური გეოლოგოური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2023 წლისთვის“ – ასე ქვია ბიულეტენს რომელზეც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ იმუშავა და დასკვნაც დადო.

დოკუმენტში ასახულია ყველა ის მეწყრული კერა, სადაც შესაძლოა პროცესები განვითარდეს და ცუდი შედეგები დადგეს.  ამ ბიულეტენში ასახული ერთ-ერთი მუნციპალიტეტი სწორედ ბაღდაღთი იყო, სადაც მეწყერი დაიძრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ სოფლებში: ობჩა, დიმი, წილეთხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი….   მოსალოდნელია ქვათაცვენის და ნაპირგარეცხვითი პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება ბაღდათი-ზეკარის მშენებარე საავტომობილო გზის, მდ. ხანისწყლის და მისი შენაკადების ხეობებში გამავალი საავტომობილო გზების გასწვრივ“ – ვკითხულობთ დოკუმენტში, სადაც რეკომენდაციის სახით მოსახლეობის გაყვანაზეა საუბარი.

ასევე, სპეციალისტები საჭიროდ თვლიან ფერდობსამაგრი კედლის მოწყობას, სოფელ წითელხევში კი მეწყრული ტბების განტვირთვას და ზედაპირული წლების რეგულირებას.

მოსალოდნელი შედეგი, რომელზეც კვლევაშ იყოს საუბარი, მართლაც 2023 წლის თებერვალში დადგა და მსხვერპლით დასრულდა.

მსგავსი თემები