უკრაინის პრეზიდენტმა გენერალური შტაბის ახალი უფროსი დანიშნა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, სერგეი შაპტალს ანატოლი ბარგილევიჩი შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ბარგილევიჩი ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს ხელმძღვანელობდა.

„მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის წინადადებით გენერალური შტაბის ახალ უფროსად გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი დაინიშნა. გამოცდილი ადამიანია, მას ესმის ამ ომის ამოცანები და უკრაინული მიზნები…

„და მე მოვაწერ ხელს შესაბამის განკარგულებებს. ყველა არის მებრძოლი, პროფესიონალი, თითოეულს აქვს მკაფიო ცოდნა ფრონტისა და უკრაინელი ჯარისკაცების რეალური საჭიროებების შესახებ” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები