ახალი წლის ფესტივალი ჩინეთში (ფოტორეპორტაჟი)

ჩინური კალენდრით ახალი წელი შემობრძანდა. ახალ წელს ჩინეთში გრანდიოზულად აღნიშნავენ, ყველა ქალაქში თუ პროვინციაში დღესასწაულია. ეს არის ოჯახური დღესასწაული, რომელიც გასაფხულის ფესტივალთან ასოცირდება.

წელს,  ჩინეთში ახალი წელი 10 თებერვალს შემოვიდა და დაახლოებით 2 კვირა გრძელდება. მორთულობებში დრაკონი მთავარი ფუგურაა, რომელსაც ყველგა ნახავთ, საახალწლო ფუნთუშებზეც კი.  სავსეა ქუჩები ხალხით, ყველანი არიან საახალწლო მორთულობით, სადაც ძირითადად წითელი ფერი ჭარბობს. ეს ზეიმი არაჩვეულებრივი სანახავია.

ეს არის ზეიმი, რომელიც  რომელიც ახლათან, იღბალთან და კეთილდღეობასთან იგივდება. დეკორაციები და მორთულობები თითქმის ყველგან წითელია. ამ დღესასწაულზე, ასევე ფეიერვერკების ზეიმია.

ამ დღესასწაულს ოჯახის წევრების დღესასწაულიც ქვია. ოჯახები ერთად იკრიბებიან. ცხადდება არდადეგები და ოჯახის წევრები, სხვადასხვა ქვეყნებდან  საკუთარ სახლებს უბრუნდებიან. ამ პერიოდში ჩინეთში სტუმრობა მართლაც ფეიერვერკია.

მედიაცენტრი მთავარი“ ულოცავს ჩინეთს და ჩინელ მეგობრებს ახალი წლის შემობრძანებას.

მსგავსი თემები