ცნობილი მოლაშქრე, ნიკო ჯავახიშვილი გარდაიცვალა

ცნობილი მოლაშქრე, ნიკო ჯავახიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები და რიგითი მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს:

„მოულოდნელად გარდაიცვალა დიდებული ქართველი, საქართველოს  მთის და ბარის საუკეთესო მცოდნე მოლაშქრე, ბრწყინვალე პიროვნება, პატრიოტი კაცი, საქართველის ბუნების და ძეგლების ბრწყინვალე ფოტოგრაფი, ჩუმი და თავმდაბალი ნიკო ჯავახიშვილი, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. შევიხედე მის კედელზე და ასობით ადამიანის სამძიმარი იდება, თან უმეტესად ახალგაზრდების! ნიკომ ხომ მათ სამშობლო და მოლაშქრეობა განუზომლად შეაყვარა! სიკეთით და სამართლიანობით სავსე იყო ეს კაცი და მისი დაკარგვა საქართველოსთვის დიდი დანაკლისია. ხვალ დაგეგმილი ჰქონდა მორიგი ჯგუფური ლაშქრობა და მარადიულ ლაშქრობას შეუერთდა უცებ, უსამართლოა ხშირად ეს წუთისოფელი.

საუკუნო ხსოვნა იყოს თქვენი, ბატონო ნიკო! ბოლო წლებში საგულდაგულოდ დაიარეთ ვერის და კუკიის მე-19-20 საუკუნეების ათასობით საფლავი და ფოტოებზე ასახეთ და ამით დიდი საქმე გააკეთეთ, მაგრამ თქვენთვის საფლავი ჯერ ძალიან ადრე იყო!“ – წერს დეკანოზი.

მსგავსი თემები