დოკუმენტში – „საქართველოში 2022 წელს წელს სტიქიური გეოლოგოური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2023 წლისთვის“, სპეციალისტები შესაბამის უწყებებს მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით აფრთხილებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, დასახლებული პუნქტების 20% მაღალი საშიშროების ზონაშია.
„საქართველოში ბოლო წლებში მკვეთრად არის გაზრდილი მეწყრული პროცესების გააქტიურების შემთხვევები. მხოლოდ 2022 წელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს 1120 მეწყრული პროცესი აქვს აღრიცხული – 2012 წელს ეს რიცხვი 325 იყო. საქართველოს დასახლებული პუნქტების 20% მაღალი საშიშროების ზონაშია განთავსებული“ – აღნიშნულია დოკუმენტში, სადაც ცხრილიც არის მოცემული, თუ როგორ ვუთარრდება მეწყრული და ღვარცოფული პროცესები საქართველოში.