„ევროპა უკრაინელების გულებსა და ტვინებშია” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

„მალე უკრაინაც იქნება ევროკავშირში” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.

„კონტრასტი [უკრაინაში არსებულ] ვითარებასთან სულ რაღაც 10 წლის წინ არ შეიძლება უფრო გასაოცარი იყოს. მაშინ პრორუსული რეჟიმი უკრაინაში ავტორიტარულ კანონებს იღებდა და მომიტინგეებს ქუჩებში კლავდა. დღეს ქვეყანა ახალ კანონმდებლობას იღებს, რომელიც ეროვნული უმცირესობების უფლებებს აფართოებს, სასამართლო სისტემას აუმჯობესებს და ხელისუფლების შეკავებისა და გაწონასწორების სისტემას უზრუნველყოფს. სწორედ ამან მიგვიყვანა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან. და ეს პროცესი არა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ამას ევროპა ითხოვს. ეს უკრაინელი ერის ღრმა სურვილია. უკრაინა ევროპაა, ვინაიდან ევროპა უკრაინელების გულებსა და ტვინებშია. და მალე უკრაინაც იქნება ჩვენს კავშირში” – განაცხადა ლაიენმა.

მსგავსი თემები