ლუკაშენკომ სამხედროებს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების უფლება მისცა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ სამხედროებს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების უფლება მისცა. შესაბამისი ცვლილება პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების რეგლამენტში შეიტანა.

კანონის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ გამოიყენონ მოქალაქეების წინააღმდეგ “ცეცხლსასროლი იარაღი, სპეცტექნიკა, სამხედრო და სპეცტექნიკა დაკისრებული ამოცანების შესრულებისას”.

მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება, დოკუმენტის მიხედვით, ნებადართულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაშიც კი.

მსგავსი თემები