მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძის ცოლი – ნატალია მოწონელიძე სსიპ “საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს” ხელმძღვანელობს, ეს უწყება კი პრემიერმინისტრთანაა ანგარიშვალდებული.
კობახიძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერი ოფიციალურად გახდება, მისი ცოლი ამ თანამდებობას დატოვებს.
,,არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმდებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, თუმცა, რომც არ ითვალისწინებდეს, რა თქმა უნდა, გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესთა კონფლიქტი”, – თქვა კობახიძემ.