ყაზახეთის ახალი პრემიერმინისტრი ოლჟას ბეკტენოვი იქნება

ყაზახეთის ახალი პრემიერმინისტრი ოლჟას ბეკტენოვი გახდა. მის კანდიდატურას კენჭი პარლამენტში დღეს უყარეს. 69 დეპუტატმა ბეკტენოვი მხარი დაუჭირა, 7-მა თავი შეიკავა. მინისტრთა ახალი კაბინეტი უახლოეს მომავალში დაკომპლექტდება.

ბეკტენოვი 2023 წლის აპრილიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. მანამდე კი ანტიკორუფციულ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 5 თებერვალს მთავრობა გადააყენა. მან განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობაში “ახალი იმპულსის” შეტანა იყო აუცილებელი.

მსგავსი თემები