სტამბოლში, სასამართლოსთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, 34 პირი დააკავეს

Reuters-ის ინფორმაციით, სტამბოლში, სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, 34 პირი დააკავეს.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, ორმა შეიარაღებულმა პირმა სტამბოლში სასამართლოსთან ცეცხლი გახსნა. ცნობილია, რომ ისინი პოლიციელებმა ადგილზე მოკლეს. შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულია 6, მათ შორის არის 3 პოლიციელი.

მსგავსი თემები