პარტია “ლელო” პრეზიდენტის ინიცირებულ პლატფორმას შეუერთდება

ოპოზიციური პარტიის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, მისი პარტია შეუერთდება ყველა იმ გაერთიანებას, სადაც ქვეყნის ევროპულ მომავალზე იმსჯელებენ.

,,ყველა რეალურ პლატფორმაში, რაც უკავშირდება ევროპულ დღის წესრიგს, მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი უნდა აღსრულდეს, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის ნაწილი, ამიტომ ამ თვალსაზრისით, ცხადია, პრეზიდენტს თუ ექნება ინიციატივები, ჩვენ ამაშიც მონაწილეობას მივიღებთ”, – ამბობს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკოორდინაციო ცენტრს აფუძნებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას.

მსგავსი თემები