„ინვესტიციაა ჩვენს უსაფრთხოებაში” – შარლ მიშელი უკრაინისთვის მხარდაჭერაზე

„უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს ჩვენი მორალური მოვალეობაა” – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ერვოპარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს ჩვენი მორალური მოვალეობაა. ინვესტიციაა ჩვენს უსაფრთხოებაში და მშვიდობიან მომავალში. ჩვენ გვმართებს ჩვენი მომავალი თაობების, ჩვენი შვილების და შვილიშვილების წინაშე. ისევე, როგორც მათ, ვინც ჩვენამდე იყო, ჰქონდათ ხედვა და პასუხისმგებლობა აეშენებინათ ღირებულებაზე დაფუძნებული პროექტი. ახლა გამოწვევაზეა დამოკიდებული, თითოეული ევრო უკრაინის დასახმარებლად არის ინვესტიცია ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, მომდევნო ათწლეულებში” – განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები