,,მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტის ინიციატივაში” – თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, შეუერთდეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, საარჩევნოდ ერთიანობა მნიშვნელოვანია.

„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში. იმიტომ, რომ ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ არჩევნების წინ, რომელიც ქვეყანას ელოდება და რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები