,,ვინც შეიძლება გამოირჩეოდნენ შეურაცხმყოფელი გამოსვლებით, დაატოვებინეთ დარბაზი” – ნინო წილოსანი

,,ვინც შეიძლება გამოირჩეოდნენ ღირსების შემლახავი ეპითეტებით, ან შეურაცხმყოფელი გამოსვლებით, გთხოვდით, რომ დაატოვებინოთ დარბაზი”, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელს, დავით სონღულაშვილს სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

პასუხად, სონღულაშვილმა განაცხადა – ,,ვინც დაარღვევს სამუშაო წესრიგს და ვერ ჩაჯდება სამუშაო გრაფიკში კომიტეტის სხდომის ნაწილში ვერ გამოგვყვება”.

მსგავსი თემები