,,თუ არ იქნება სრული კონტრასტი “ქართულ ოცნებასთან”, ოპოზიციას გაუჭირდება ივანიშვილის დამარცხება” – ხატია დეკანოიძე

,,თუ არ იქნება სრული კონტრასტი ბიძინა ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან”, ოპოზიციას გაუჭირდება ივანიშვილის დამარცხება. ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ პლატფორმას ის შეუერთდება.

,,თუ არ იქნება სრული კონტრასტი ბიძინა ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან”, ოპოზიციას გაუჭირდება ივანიშვილის დამარცხება. ვისთვისაც პრობლემაა ფარდის უკან მიმდინარე მდიდარი ადამიანების კარნახი, ეს არის ჩემთვის ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი საკითხი. მე ერთობის მომხრე ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კონტრასტული სინერგია და ერთობა იქნება და ნამდვილად შეიტანს თავის წვლილს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი თემები