იარაღის სანაცვლოდ, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას ოკუპირებულ ცხინვალში საბანკო ანგარიში გაუხსნა

გასულ თვეში, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჩრდ. კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და 2,5 მილიონი ვაზნა გაუგზავნა და სანაცვლოდ სამხედრო ტექნიკა მოითხოვა. უცნობია, მიაწოდა თუ არა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ტექნიკა.

დაზვერვის წარმომადგენლების ცნობით, ჩრდილოეთ კორეის გაყინული $30-მილიონიანი აქტივიდან რუსეთმა $9 მილიონი განბლოკა, რომლებიც რუსულ საფინანსო უწყებებში ინახებოდა. ამ ფულს, როგორც ისინი ამბობენ, ფხენიანი ნედლი ნავთობის შესაძენად გამოიყენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეულმა ფასადურმა კომპანიამ სხვა რუსულ ბანკში ანგარიში გახსნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ფხენიანს შესაძლოა გაეროს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება. NYT წერს, რომ ეს ანგარიში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გაიხსნა.

ბირთვული იარაღის გამოცდის პასუხად, გაერომ და აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას სანქციები დაუწესა, მათ შორის საბანკო სექტორთან დაკავშირებული.

მსგავსი თემები