„პუტინი უკვე უზარმაზარ სტრატეგიულ მარცხს განიცდის“ – დეივიდ კემერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დეივიდ კემერონი აცხადებს, რომ დროა, ჩიხზე საუბარი შეწყდეს, რადგან პუტინი უკვე სტრატეგიულ მარცხს განიცდის:

„ლონდონმა ყველაფერი უნდა გააკეთოს სხვა ქვეყნების უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანებისთვის. დროა, ჩიხზე საუბარი შეწყდეს.

პუტინი უკვე უზარმაზარ სტრატეგიულ მარცხს განიცდის, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ გამოუვალ მდგომარეობაზე საუბარი, ან იმაზე, რომ დრო უკრაინის მხარეს არ არის”, – განაცხადა კემერონმა.

მსგავსი თემები