ოკუპანტებმა ტორეცკი არტილერიით დაბომბეს

ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ტორეცკში, საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, ოკუპანტები დაბომბვისას არტილერიას იყენებდნენ.

მსგავსი თემები