მოსამართლემ ქოლ-ცენტრების საქმეზე 7-ვე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებული 7-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.

პროკურატურა მათ ედავება თაღლითობასა და თანხის მითვისებას. საუბარია 60 მილიონ ლარზე. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„საქმის მასალები ცხადყოფს და ადასტურებს, რომ კონკრეტულად ჩემს  დაცვის ქვეშ მყოფ პირს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან  არ აქვს..ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც კი მუშაობდა და  არ ჰქონდა შემხებლობა სახელმწიფო ბრალდების მიერ ჩამოთვლილ კომპანიებთან. ამიტომ დაცვის მხარე უფლებას იტოვებს, რომ სამართლებრივად დაადასტურო სი გარემოება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არის უდანაშაულო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არის  ქართველ ებრაელი” – აცხადებს ერთ-ერთი ბარლდებულის ადვოკატი.

ცნობისთვის, გუშინ, პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

მსგავსი თემები