აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ 30-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

CNN ვაშინგტონის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.

30-ზე მეტ სამიზნეს 13 ლოკაციაზე დაარტყეს და ეს დარტყმები რამდენიმე სხვა ქვეყნის მხარდაჭერით განახორციელეს.

„დღევანდელი დარტყმის სამიზნე იყო „ჰუსიტების“ იარაღის საწყობები, სარაკეტო სისტემები და გამშვებები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ, ბაჰრეინმა, კანადამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ახალმა ზელანდიამ ერთობლივად გაავრცელეს.

ცნობისთვის, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ USS Gravely-მა და USS Carney-მა სახმელეთო შეტევის ფრთოსანი რაკეტები გაისროლეს და დარტყმების განხორციელებაში, ასევე, ჩართული იყვნენ F/A-18 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები.

მსგავსი თემები