ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-ს აჭარბებს

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. 200-მდე ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად მაღალ ტემპერატურასა და ძლიერი ქარს ასახელებენ.

ადგილობრიბი მთავრობის განცხადებით, ცეცხლი დასახლებულ პუნქტებამდე მივიდა. მათივე თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ხანძრები ამ დრომდე არ არის ლიკვიდირებული.

ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სულ 92 აქტიური ხანძრის კერა იყო, რის შედეგადაც 43,000 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყე განადგურდა. დამწვარია 1 100-ზე მეტი სახლი.

მსგავსი თემები