ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის კონსტიტუცია ფატალურ რისკებს შეიცავს

სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის კონსტიტუცია, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციას ემყარება, ფატალური რისკის შემცველია რესპუბლიკისთვის.

„უნდა ვიხელმძღვანელოთ თუ არა სომხეთისა და ყარაბაღის გაერთიანების შესახებ შექმნილი დოკუმენტით, რომელიც მთიანი ყარაბაღის ეროვნულმა ყრილობამ და სომხეთის უმაღლესმა საბჭომ შეადგინა? ეს პოლიტიკური არჩევანის საკითხია. თუ ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ მშვიდობას ვერ მივაღწევთ. გარდა ამისა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენთან ახლა ომი დაიწყება” – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, სომხეთის პირველი პირი მთავრობას დამოუკიდებლობის დეკლარაციის გადახედვისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის კონსტიტუციიდან ყარაბაღისა და სომხეთის გაერთიანების შესახებ საკითხის ამოღება მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

მსგავსი თემები