თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება – აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო: სამგორის რაიონში – შუამთის ქ. N 38 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:00-დან 15:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: შუამთის, თრილეთის, კალოუბნის ქუჩებს და ვარკეთილის მე-3 მასივის მე-3 კვარტალს. საბურთალოს რაიონში – პეკინის გამზ. N 42-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:30-დან 15:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: პეკინის ქ. N 38, 40, 42, 44, 46, კანდელაკის ქ.N 4, ვაჟა-ფშაველას გამზ. N 1-23 (კენტებს) N 4-14 (ლუწებს). ტაშკენტის ქ. N19, 21, 23, 25, 27, 18, 20, 22. ფანჯიკიძე (ყოფილი ბუდაპეშტის) N 1, N 2-დან…

მეტი...

ჩილეში ტყის ხანძრებს 19 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო ინფორმაციით, ჩილეში ტყის ხანძრებს 19 ადამიანი ემსხვერპლა. სანაპირო ტურისტულ ქალაქ ვინა დელ მარში სამაშველო ჯგუფები დაზარალებულ უბნებზე მუშაობენ, მეხანძრეები კი ვერტმფრენებითა და სატვირთო მანქანებით ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით სულ 92 აქტიური ხანძრის კერა იყო და 43,000 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყე განადგურდა. აღსანიშნავია, რომ ჩილეში 2023 წელს, რეკორდული სიცხის ფონზე, დაახლოებით 27 ადამიანი დაიღუპა, 400 000 ჰექტარზე მეტი კი დაიწვა.

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე ცალკეული სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

მეტი...