ნამიბიის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ნამიბიის პრეზიდენტი ჰეიგ გეინგობი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დედაქალაქის ერთ-ერთ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, სადაც სამედიცინო დახმარებას იღებდა – ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის X-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

მისი ოფისის ინფორმაციით, ნამიბიის პრეზიდენტი გასულ ოთხშაბათს დაბრუნდა აშშ-დან, სადაც გამოკვლევებს იტარებდა.

ცნობისთვის, გეინგობს იანვარში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

მსგავსი თემები