ევროპაში ფერმერების პროტესტს, შვეიცარიელი ფერმერებიც შეუერთდნენ

ევროპაში ფერმერების საპროტესტო აქციას, შვეიცარიელი ფერმერებიც შეუერთდნენ. მათ ტრაქტორებით ჟენევის ცენტრში გზები გადაკეტეს.

ცნობილია, რომ აქცია გაიმართა შვეიცარიის ქალაქ ბაზელშიც.

ცნობისთვის, ევროპის სხვა ქვეყნის მსგავსად, შვეიცარიელი ფერმერები მზარდ გადასახადებს და უცხო ქვეყნიდან დაბალფასიანი პროდუქციის იმპორტს აპროტესტებენ.

მსგავსი თემები