ეიფელის კოშკის თანამშრომლები გაიფიცნენ

პარიზში ეიფელის კოშკის თანამშრომლები გაიფიცნენ. არსებული ინფორმაციით, გაფიცვის თარიღად 27 დეკემბერი საგანგებოდ აირჩიეს, რადგან კოშკის შემქმნელი გუსტავ ეიფელი, 100 წლის წინ, სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა.

მემარცხენე პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაფიცვის მონაწილეები ეიფელის კოშკის მართვის მოქმედ მეთოდებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ეიფელის კოშკს დღეს ბიზნესმოდელით მართავენ, რომელიც ზედმეტად ამბიციური და არასიცოცხლისუნარიანია.

მათივე ცნობით, აღნიშნული მოდელი დაფუძნებულია მომავალი დამთვალიერებლების არასწორად გათვლილ რაოდენობასა და ხარჯების არასწორ გათვლაზე.

მემარცხენე პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, ეიფელის კოშკის მომავალი წლის ბიუჯეტში ნათქვამია, რომ 2024 წელს პარიზის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას 7,4 მილიონი ვიზიტორი ეწვევა, რაც, პროფკავშირების თქმით, ვერ შესრულდება.

მსგავსი თემები