,,გული გაჩერდა…”- ძაღლი, რომელსაც ბაღდადში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა

ძაღლი, რომელსაც ბაღდადში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა.  ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცველი მიხეილ კაჭკაჭიშვილი ავრცელებს.

კლინიკა “ვეტ-მედიში”, სადაც მას რთული ოპერაცია ჩაუტარდა, ამბობენ, რომ ძაღლს გული გაუჩერდა.

„რამდენიმე საათში ექსპერტიზის პასუხი იქნება… ჩვენთან კლინიკურად გამოჩნდა, რომ გული გაჩერდა… ვვარაუდობთ, რომ ეს იყო თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული გულის გაჩერება“, – უთხრა კლინიკის დირექტორმა, ოთარ მენაბდემ „რადიო თავისუფლებას“.

ცნობისთვის, 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს ბლაგვი საგნით თავის არეში ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. ძაღლს ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

მსგავსი თემები