რუსეთი ფინეთისა და ნორვეგიის საზღვრების სიახლოვეს უახლეს „ჰაუბიცებს“ განათავსებს

„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთი ფინეთისა და ნორვეგიის საზღვრების სიახლოვეს უახლეს „ჰაუბიცებს“ განათავსებს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსტეხის“ ხელმძღვანელმა, სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, ეს შეიარაღება ძალიან მალე განთავსდება. ასეთი ტიპის „ჰაუბიცები“ საჭიროა, რათა დასავლურ არტილერიასთან შედარებით, მოქმედების არეალის კუთხით უპირატესობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა სერგეი ჩემეზოვმა.

მსგავსი თემები