რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი უკვე აღარ არსებობს – დანილოვი

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანია, ალექსეი დანილოვის განცხადებით,  რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი უკვე აღარ არსებობს.

„ვისურვებდით უკეთესი სიტუაცია გვქონოდა ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლების კუთხით, მაგრამ ამ პროცესის პარალელურად ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბები ხდება შავ ზღვაში. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი უკვე აღარ არსებობს“, – განაცხადა დანილოვმა.

ცნობისთვის, 26 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სამხედრო გემი „ნოვოჩერკასკი“ გაანადგურეს.

მსგავსი თემები